ტრენინგის დასახელება-„ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ -32
საკონტაქტო სთ, 18 არასაკონტაქტო სთ, 2 კრედიტქულა
ტრენინგკურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
სერტიფიკატის მისაღებად:
„ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ - მინიმუმ 28 საათზე დასწრება, ტრენინგით განსაზღვრული დავალებების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში. მონაწილემ აუცილებლად (სრულყოფილად) უნდა შექმნას ტრენინგით გათვალისწინებული პორტფოლიო: ოთხი ელექტრონული სასწავლო რესურსი :
- გაკვეთილის გეგმა
- გაკვეთილის პრეზენტაცია
- გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
- პროექტის გეგმა
- რესურსები გამოქვეყნებულია მონაწილის პირად ბლოგზე
ელექტრონული პორტფოლიოს გამოქვეყნება პირად ვებბლოგზე.
შეფასების რუბრიკა თან ერთვის ტრენინგის გეგმას.