ტრენინგის დასახელება-„ინფორმაციულ-საკომუნიკაციო

 ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ -32

 საკონტაქტო სთ, 18 არასაკონტაქტო სთ, 2 კრედიტქულა



კურსის მიზანი
ტრენინგკურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

სერტიფიკატის მისაღებად:
„ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ - მინიმუმ 28 საათზე დასწრება, ტრენინგით განსაზღვრული დავალებების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში. მონაწილემ აუცილებლად (სრულყოფილად) უნდა შექმნას ტრენინგით გათვალისწინებული პორტფოლიო:  ოთხი  ელექტრონული სასწავლო რესურსი  :

  • გაკვეთილის გეგმა   
  • გაკვეთილის პრეზენტაცია  
  • გაკვეთილის შეფასების რუბრიკა  
  • პროექტის გეგმა  
  • რესურსები გამოქვეყნებულია  მონაწილის პირად ბლოგზე 

ელექტრონული პორტფოლიოს გამოქვეყნება პირად ვებბლოგზე.
 შეფასების რუბრიკა თან ერთვის  ტრენინგის გეგმას.